+995 32 2 377 320

მართვის მოწმობის მოქმედების ვადა


მოგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 მარტიდან მართვის მოწმობების გაცემა მოხდება განსაზღვრული ვადით, კერძოდ:

- მოტოციკლისა და ავტომობილის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ვადა განისაზღვრება 15 წლით („A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიები/ქვეკატეგორიები).

2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ ამ კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ შემდეგი ხანგრძლივობით:

- 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა უნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე;

- 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა უნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე;

მართვის მოწმობის ვადის ამოწურვა შეაჩერებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას, თუმცა მის აღსადგენად საჭირო არ იქნება გამოცდის ხელმეორედ ჩაბარება. მართვის მოწმობის დასაბრუნებლად სავალდებულო იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

დეტალური (მათ შორის, სხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობების შესახებ) ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი N1830-რს (2013 წლის 24 დეკემბერი) საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე.