+995 32 2 377 320

კომპანიის შესახებ


“მასურაშვილისა და საჩალელის იურიდიული ოფისი” დაარსდა 2013 წელს. კომპანიის დამფუძნებლები არიან სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში  წარმატებით მოღვაწე იურისტები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საქართველოსა და გერმანიის  წამყვან უნივერსიტეტებში. ანა მასურაშვილისა და სოფიო საჩალელის გადაწყვეტილებას, დაეარსებინათ იურიდიული კომპანია, საფუძვლად დაედო კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობის შედეგად მიღებული პრაქტიკული გამოცდილება.

იურიდიული ოფისი გთავაზობთ იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს. ჩვენი იურიდიული მომსახურება მოიცავს სამოქალაქო, კორპორაციული და ბიზნეს სამართლის ყველა სფეროს, აგრეთვე ადმინისტრაციული, შრომის, საგადასახადო და საერთაშორისო კერძო სამართლით რეგულირებულ საკითხებს.

თქვენ შეგიძლიათ, მოგვმართოთ კონკრეტული სამართლებრივი საკითხის გადასაწყვეტად და მიიღოთ ერთჯერადი იურიდიული მომსახურება. თუმცა, თქვენ ასევე გაქვთ საშუალება, სრულად მოგვანდოთ თქვენი კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა და მიიღოთ სრულფასოვანი იურიდიული მომსახურება ყოველდღიურ საქმიანობაში.