+995 32 2 377 320

მომსახურება


იურიდიული კომპანია აგვარებს ყველა იმ საკითხს, რასაც მოაგვარებდა თქვენი კომპანიის შიდა იურიდიული სამსახური. თქვენ შეგიძლიათ, დაზოგოთ შიდა იურიდიული სამსახურის ყოველთვიური ფიქსირებული ხარჯი.

მომსახურების სახეები

  • ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება
  • კომპანიის შიდა იურიდიული საკითხების მოგვარება
  • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და რევიზია
  • ქონებისა და გარიგების რეგისტრაცია
  • ნოტარიუსთან ურთიერთობა
  • სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება
  • სამართლებრივი გარემოს ანალიზი
  • საკანონდებლო სიახლეების მიწოდება და განმარტება
  • ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება
  • წარმომადგენლობა მესამე პირებთან (სასამართლოში, არბიტრაჟში, სახელმწიფო სტრუქტურებში,  ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან)
  • ურთიერთობა თქვენს პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან, თანამშრომლებთან.

მომსახურების პირობები

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სხვადასხვა პირობებს

ერთჯერადი მომსახურება:

  • მოგვმართავთ კონკრეტული სამართლებრივი საკითხის მოსაგვარებლად;
  • ვაფორმებთ ერთჯერად ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება მომსახურების გაწევის პირობები;
  • ხელშეკრულება ძალაშია იმ ვადით, რაც დათქმული იქნება თქვენთვის სასურველი საკითხის მოსაგვარებლად.

ჩარჩო ხელშეკრულება:

  • ხელშეკრულება ფორმდება თქვენთვის სასურველი ვადით;
  • მომსახურების პირობებზე შეთანხმება ხორციელდება წინასწარ;
  • ანაზღაურება წარმოებს რეალურად გაწეული მომსახურების შესაბამისად;
  • თქვენ არ ხართ შებოჭილი ვალდებულებებით, თუმცა იცით, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენგან კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებას მიიღებთ.

იურიდიული მხარდაჭერის აუთსორსინგი:

  • ხელშეკრულების თანახმად უზრუნველვყოფთ თქვენი კომპანიის იურიდიულ მხარდაჭერას.
  • იურიდიული მხარდაჭერის აუთსორსინგი წარმოადგენს ერთგვარ დაზღვევას; კლიენტმა იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში იურიდიული მომსახურება გარანტირებული იქნება.
  • წინასწარ ვთანხმდებით მომსახურების პირობებსა და ვადაზე;
  • შესაძლებელია როგორც სრული (ხელშეკრულების ფარგლებში ნებისმიერი იურიდიული საკითხის მოგვარება), ასევე ნაწილობრივი (კლიენტი საკუთარი საჭიროებისამებრ წინასწარ განსაზღვრავს მომსახურების პაკეტს) აუთსორსინგი.
  • საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი იურისტი საქმიანობას უშუალოდ თქვენს კომპანიაში განახორციელებს.
  • სააბონენტო გადასახადი გამომდინარეობს შერჩეული მომსახურების პაკეტიდან.