+995 32 2 377 320

იურისტები


ანა მასურაშვილი
დაიბადა 1982 წლის 9 ივლისს. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რის შედეგადაც მას იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ანამ ინგლისურ ენაზე გაიარა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ევროპის სამართლის განხრით. 2007 წელს მან წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. ანა მასურაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2013 წლიდან.

ანა მასურაშვილმა პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო 2004 წელს საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციაში; მან სხვადასხვა წელს საკუთარი სამუშაო გამოცდილება გააღრმავა საქართველოს პარლამენტში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, იურიდიულ კომპანიაში სპს “კორძახია და პარტნიორები” და ბანკებში – სს “პროკრედიტ ბანკი” და სს “ბაზისბანკი” – მუშაობის გზით.

ანა მასურაშვილს გააჩნია 8 წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოცდილება იურიდიულ სფეროში, სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის კუთხით. 4 წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო სამართლის მიმართულებით – საერთაშორისო კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმება და მოლაპარაკებების სრულფასოვანი წარმართვა. 5 წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოცდილება საბანკო სამართლის სფეროში. 5 წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოცდილება სასამართლოებთან ურთიერთობაში, სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის კუთხით.

კონტაქტი:
ტელეფონი: +995 599 55 49 88.
ელ. ფოსტა: masurashvili@mslaw.ge


სოფიო საჩალელი
დაიბადა 1983 წლის 9 ოქტომბერს. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვანი ფაკულტეტი, რის შედეგადაც მას იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ტრიერის (გერმანია) უნივერსიტეტის მიერ 2009 წელს სოფიოს მიენიჭა სამართლის მაგისტრის LL.M. წოდება. 2006 წელს მან წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით.

სოფიო საჩალელმა პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო 2002 წელს, სს ‚‚აგრო-ბიზნეს ბანკი‘‘-ს იურიდიულ განყოფილებაში. 2004-2005 წლებში მან სტაჟირება გაიარა ნოტარიუს ეკატერინე გვანცელაძის ბიუროში, რის შემდეგაც წარმატებით ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. იურიდიული კომპანიის დაარსებამდე იგი  სს ‚‚ბაზისბანკი‘‘-ს იურიდიულ დეპარტამენტში საქმიანობდა.

სოფიო საჩალელს გააჩნია 8 წლიანი პროფესიული გამოცდილება იურიდიულ სფეროში, მათ შორის სამოქალაქო, საბანკო, სანოტარო, შრომის და სამეწარმეო სამართლის განხრით. მას გააჩნია სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების სასამართლოში წარმართვის წარმატებული პრაქტიკა. ამჟამად იგი ტრიერის (გერმანია) უნივერსიტეტის დოქტორანტია შრომის სამართლის განხრით.

კონტაქტი:
ტელეფონი: +995 599 10 80 08
ელ. ფოსტა: sachaleli@mslaw.ge